ეგზოფთალმი

ეგზოფთალმი (exophthalmos) - თვალის კაკლის გადმოკარკვლა.
ეგზოფთალმი – ეტიოლოგია, პათოგენეზი: ორბიტის ქსოვილების მოცულობის გაზრდა, უწინარეს ყოვლისა რეტრობულბარულ სივრცეში, სხვადასხვა ანთებითი, ნეიროდისტროფული, ტრავმული და სიმსივნური, ადგილობრივი და ზოგადი პროცესებით (ბაზედოვის დაავადება, ლიმფადენოზები, ქალაშიდა პათოლოგიური პროცესები და სხვ.).
ეგზოფთალმი – სიმპტომები. არაიშვიათად თვალის კაკლის გვერდითი გადანაცვლება, რაც ზღუდავს თვალის მოძრაობასა და იწვევს  დიპლოპიას. შესაძლებელია ქუთუთოების  ჰიპერემია, მათი შეშუპება, კონიუნქტივის  შეშუპება, თვალის ფსკერის ცვლილებები  (ნევრიტი, შეგუბებითი დისკი და  მხედველობის ნერვის ატროფია, შეშუპება  და სისხლჩაქცევა ბადურაში და სხვ.), რაც  იწვევს მხედველობის სიმახვილის  დაქვეითებას. Read the rest of this entry »