ენდოფთალმიტი
ენდოფთალმიტი (endophthalmitis) - თვალის შიგნითა გარსების ჩირქოვანი ანთება,მინისებურ სხეულში აბსცესის განვითარებით.
ენდოფთალმიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი: შიგნითა ქსოვილების ინფიცირება თვალის გამჭოლი ჭრილობების დროს, ასევე თვალის კაკალზე ოპერაციების, რქოვანას წყლულების ან ინფექციური მეტასტაზირების შედეგად ჩირქოვანი სეპტიკური პროცესების დროს.
ენდოფთალმიტი - სიმპტომები: ტკივილი თვალში, ქუთუთოების და კოუნიუქტივის შეშუპება, თვალის კაკლის ინიექცია, მხედველობის სიმახვილის მკვეთრი დაქვეითება.რქოვანა შეშუპებულია. წინა კამერაში არაიშვიათია ექსუდატი, გამოკვლევისას ვლინდება მოყვითალო-რუხი ან მოყვითალო-მომწვანო რეფლექსი ან მისი არარსებობა. Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий