ბრონქული ასთმა bronchial [spasmodic] asthma

ბრონქული ასთმა - სასუნთქი გზების დაზიანებით მიმდინარე ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა; ხასიათდება ბრონქების შეცვლილი რეაქტიულობით. დაავადების აუცილებელი ნიშანია ხუთვითი შეტევა და (ან) ასთმური სტატუსი. გამოყოფენ ბრონქული ასთმის ორ ფორმას: იმუნოლოგიურსა და არაიმუნოლოგიურს, და რიგ კლინიკურ-პათოგენეტიკურ ვარიანტებს: ატოპური, ინფექციურ-ალერგიული, ავტოიმუნური, დისჰორმონული, ნერვულ-ფსიქიკური, ადრენერგული დისბალანსის, ბრონქების რეაქტიულობის პირველადად ცვლადი (მათ შორის ,,ასპირინისმიერი” ასთმა და ფიზიკური დატვირთვის ასთმა), ქოლინერგული.
 ბრონქული ასთმა
ბრონქული ასთმა – ეტიოლოგია, პათოგენეზი. საერთო პათოგენეტიკური მექანიზმს  წარმოადგენს ბრონქების მგრძნობელობისა და რეაქტიულობის ცვლილებები. ავადმყოფთა 1/3-ში ასთმას აქვს მემკვიდრეობითი წარმოშობა. ასთმის ალერგიული ფორმების წარმოქმნაში გარკვეულ როლს ასრულებენ არაბაქტერიული (სახლის მტვერი, მცენარეების მტვერი და სხვ.) და ბაქტერიული (ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები) ალერგენები. Read the rest of this entry »