შარდგამომყოფი სისტემის ანომალიები
შარდგამომყოფი სისტემის ანომალიები - განვითარების თანდაყოლილი მანკებიდან ყველაზე ხშირია; ზოგიერთი მათგანი იწვევს ნაყოფის სიკვდილს მუცლადყოფნის პერიოდში, ან ადრეულ ბავშვობის ასაკში, სხვები არ იწვევენ შარდგამომყოფი სისტემის ფუნქციის მოშლის რაიმე შესამჩნევ დარღვევას და მათი აღმოჩენა სრულიად შემთხვევით ხდება. რიგი ანომალიებისა გამოირჩევა ნელი პროგრესირებით და კლინიკურად ვლინდება მხოლოდ მოხუცებულობის ასაკში. ზოგიერთი ანომალია შესაძლებელია გახდეს წინასწარგანმწყობი ფაქტორი თირკმელკენჭოვანი დაავადების, ქრონიკული პიელონეფრიტის, არტერიული ჰიპერეტენზიის განვითარებისა. ანომალიების განვითარების მიზეზებს შორისაა მემკვიდრული ფაქტორები, დედის ზოგიერთი დაავადებები (მაგალითად, წითურაორსულობის პირველ თვეებში), იონიზირებადი ზემოქმედება, სიფილისი, ალკოჰოლიზმი, ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული საშუალებების გამოყენება და სხვ.. შარდგამომყოფი სისტემის ანომალიების აღოჩენისას აუცილებელია ჩატარდეს ავადმყოფის ოჯახის ყველა წევრის დაწვრილებითი გამოკვლევა.
თირკმელების ანომალიების კლასიფიკაცია თირკმელების ანომალიები იყოფა 5 ჯგუფად: რაოდენობრივი, მოცულობითი, მდებარეობის, სტრუქტურისა და ურთიერთქმედების ანომალიები. Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий