среда, 14 октября 2015 г.

baqteriofagebi


ბაქტერიოფაგები – (ბაქტერია და ბერძნ. phagos – შთანმთქმელი. პირდაპირი გაგებით – ბაქტერიათა შთანთქმელი), ფაგები, ბაქტერიული ვირუსები, რომლებიც მრავლდება ბაქტერიებისა და აქტინომიცეტების უჯრედებში და იწვევს მათ დაშლას – ლიზისს. ეს მოვლენა პირველად შენიშნა 1898 რუსმა მიკრობიოლოგმა ნ. გამალეამ, ხოლო 1915 – ინგლ. მეცნიერმა ფ. ტუორტმა. 1917 ბაქტერიოფაგები აღწერა, შეისწავლა და მეცნიერულად ახსნა ფრანგმა მეცნიერმა დ’ერელმა.



სსრკ – ში ბაქტერიოფაგების შესწავლა პირველად თბილისში დაიწყო პროფ. გ. ელიავას ხელმძღვანელობით; მოგვიანებით (1936) ჩამოყალიბდა ბაქტერიოფაგების შემსწავლელი სპეციალური ბაქტერიოფაგების ინსტუტი (ამჟამად საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო ინსტუტი).Read the rest of this entry »
..
..

1 комментарий: