თვალის კაკლის ჭრილობა

თვალის კაკლის ჭრილობები - მიმდინარეობს მისი მთლიანობის დარღვევით. სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია დარტყმის ძალაზე, დამჭრელი საგნის ფორმაზე და სიდიდეზე.
თვალის კაკლის ჭრილობები - ზოგადი სიმპტომები – ჭრა და ტკივილი თვალში, ცრემლდენა, სინათლის შიში, ბლეფაროსპაზმი. მცირე ძალით დარტყმის დროს ჭრილობა ვერ აღწევს თვალის კაკლის მთელ კედელში (არაგამჭოლი ჭრილობა). კონიუნქტივის დაზიანება მიმდინარეობს ქემოზითა და სისხლჩაქცევით ჭრილობის ირგვლივ. რქოვანას მთლიანობის დარღვევის დროს ადგილი აქვს თვალის კაკლის შერეულ ინიექციას, ხოლო დაზიანების ადგილზე რქოვანა მქრქალია. ზოგჯერ პროცესში ერთვება ფერადი გარსი; კონიუნქტივის დარქოვანას ზედაპირზე ან მათ ქსოვილებში ზოგჯერ რჩება უცხო სხეული. Read the rest of this entry »