დივერტიკულები diverticula
დივერტიკულები - ლორწოვანი გარსისა და ლორწქვეშა შრის პარკისებრი გამობერვა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კუნთოვანი შრის დეფექტებში. დივერტიკული შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. შეძენილი დივერტიკულები ვითარდება ანთებითი ცვლილებების შედეგად.
საყლაპავის დივერტიკული - ლოკალიზდება კისრის განყოფილებაში (70%), ტრაქეის ბიფურკაციის დონეზე (20%) და დიაფრაგმის ზევით (10%). ბიფურკაციური დივერტიკულები მიეკუთვნება ტრაქციულს, დანარჩენი – პულსურს. დივერტიკულების დიაგნოსტიკის დროს ხშირად მიმართავენ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას; ენდოსკოპიური გამოკვლევა ტარდება ჩვენების მიხედვით და გარკვეული სიფრთხილით (შესაძლებელია დივერტიკულის პერფორაცია). Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий