მრავალი წლის წინ ყვავილის ეპიდემიისგან თავის დაცვას ჩინელები ნესტოებში ყვავილის გამხმარ ფუფხების მოთავსებით, ხოლო ინდიელები კანის ჩანაჭრებში შეზელვით ცდილობდენენ.
ე. ჯენერმა (ემპირიულად) და ლ.პასტერმა
(მეცნიერულად) შეიმუშავეს ცოცხალი მიკრობებიდან დამცავი აცრების შექმნისა და გამოყენების საფუძვლები.
1880-1885
წწ-ში ლ. პასტერმა მიიღო ქათმის ქოლერის, ციმბირის წყლულის და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები. ვაქცინები ბიოპრეპარატებია, რომელთა დანიშნულებაა ადამიანში ინფექციური დაავადებებისადმი იმუნიტეტის შექმნა.
კორპუსკულარული ვაქცინები შეიცავენ ატენუირებულ ანუ მკვდარ მიკრობებს (ვირიონებს), არაკორპუსკულარულები – მათი ქიმიური დაშლის პროდუქტებს (ქიმიური ვაქცინები), ბაქტერიების გაუვნებლებულ ეგზოტოქსინებს ან შხამებს
(ანატოქსინები). Read the rest of this entry »
..
..
хорошо
ОтветитьУдалить