ჯიბლიბო
ჯიბლიბო (hordeolum) - ქუთუთოს ნაპირის შემოსაზღვრული ჩირქოვანი ანთება.
ჯიბლიბო – ეტიოლოგია, პათოგენეზი. თმის ფოლიკულის ან ცხიმის ჯირკვლის ინფიცირება.
ჯიბლიბო – სიმპტომები. შემოსაზღვრული მკვეთრად მტკივნეული შეშუპება ქუთუთოს ნაპირზე. 2-4 დღის შემდეგ მის მწვერვალზე წარმოიქმნება მოყვითალო თავი, რომლის გახსნისას გადმოედინება ჩირქი და ნეკროზირებული ქსოვილების ნაწილები. ზოგჯერ განსკუთრებით ჩირქის გამორწყვისას ჯიბლიბო შესაძლებელია გახდეს თვალბუდისფლეგმონის, კავერნოზული სინუსის თრომბოზის, მენინგიტის მიზეზი.

Комментариев нет:
Отправить комментарий