პიელიტი

პიელიტი – თირკმლის მენჯის ანთება. ზედა საშარდე გზების-მენჯისა და ფიალების ლორწოვანი გარსების მწვავე ანთება მიმდინარეობს თირკმლის პარენქიმის ანთებითი დაზიანებითაც. მენჯისა და ფიალების ქრონიკული ანთება ყოველთვის გამოწვეულია რაიმე მიზეზით-თირკმელების ინტერსტიციული ქსოვილის ქრონიკული ანთებით ან დაავადებებით, რომლებიც ხელს უშლიან ანთებითი პროცესის ლიკვიდაციას (მენჯის კენჭი, ზედა საშარდე გზების სიმსივნე, შარდსაწვეთის სტრიქტურა და სხვ.). ყველა ამ შემთხვევებში აუცილებელია ძირითადი დაავადების დიაგნოსტიკა-ქრონიკული ნეფრიტის, ინფიცირებული ნეფროლითიაზის, ჰიდრონეფროზის, სიმსივნის და სხვ. ,,სუფთა” პიელიტი პრაქტიკულად არ არსებობს და უფრო სწორეა ვილაპარაკოთ მწვავე და ქრონიულ პიელონეფრიტზე.   Read the rest of this entry »